პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა, რომლის მიზანი მაღალმთიან რეგიონებში სწავლის პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის სოციალური პლატფორმის განვითარებაა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საკითხი განსახილველად კანონმდებლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარუდგინა.

მათივე ცნობით, სასესხო შეთანხმების მიხედვით, NEFCO აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, სესხის სახით 3,9 მლნ ევროს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელია, საიდანაც 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტის დასრულების თარიღია 2025 წლის 4 მაისი.

რაც შეეხება საგრანტო შეთანხმებას, გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდი (E5P) გრანტის სახით გამოყოფს 2,6 მლნ ევროს, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები