დოდონი: ევროკავშირი უახლოეს 5-10 წელიწადში აღარ იარსებებს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი, იგორ დოდონი მიიჩნევს, რომ მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი რომც მიიღოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში გახდება წევრი. მისი თქმით, თავად ევროკავშირმა კი არსებობა შესაძლოა, შეწყვიტოს 5-10 წელიწადში.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ინტერვიუში თქვა.

“მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება უკვე ამზადებს გამოსვლებს ისტორიულ დღესთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ეს უკვე 2014 წელს მოვისმინეთ, როდესაც მოლდოვამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ეს ყველაფერი არაფრით დასრულდა. არ მგონია, რომ მოლდოვა უახლოეს წლებში ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს”, – თქვა მან.

დოდონის პროგნოზით, “შესაძლებელია, ევროკავშირმაც აღარ იარსებოს უახლოეს 5-8-10 წელიწადში. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება იქ: დღეს ბულგარეთში ხელისუფლება დაიშალა, ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც ელოდება. მაშინ, როდესაც ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორიც არის გაერთიანებული სამეფო, ტოვებენ კავშირს, მოლდოვა თავისი პრობლემებით, დნესტრისპირეთის მოუგვარებელი კონფლიქტით, ევროკავშირში გაწევრიანებას ჩქარობს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები