ნინო წილოსანი ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საქართველოში ვიზიტით მყოფ, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, სტუმრები დაინტერესდნენ გენდერული თანასწორობის საკითხებით საქართველოში. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომლებიც უკვე გავატარეთ საქართველოში. აღნიშნულ იქნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებში ერთ-ერთ პუნქტი გენდერულ თანასწორობას შეეხება და, შესაბამისად, ეს კურსი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო გეგმებსა და იმ მიმართულებებზე, რომლებზეც შეგვიძლია, მომავალში ვითანამშრომლოთ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საბჭოს წევრები – ხათუნა კვიციანი და გიორგი ხელაშვილი.