ანრი ოხანაშვილი: მზად ვართ, სრულად მოვახდინოთ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია

“ჩვენ მზად ვართ, მაქსიმალურად დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასა და ევროკავშირთან, ასევე, სრულად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, რეფორმების განხორციელება განაგრძოს.

„ჩვენთვის პრიორიტეტული და მთავარია, რომ სწორედ ის რეფორმები, რომლებიც ჩვენ გავატარეთ, იქნებოდა ეს საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც საპარლამენტო დემოკრატია გაძლიერდა ქვეყანაში, იქნება ეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქცია, რომელმაც გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, იქნება ეს საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომლითაც 1995 წლის შემდეგ პირველადაა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ამ რაოდენობის პარტიები – სახეზეა 9 პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტი და 1995 წლის შემდეგ ამდენი პოლიტიკური სუბიექტი პარლამენტში არ ყოფილა წარმოდგენილი და ყველა სხვა მიმართულება, ასევე, მართლმსაჯულებაში გატარებული მთელი რიგი რეფორმები, რომელმაც უზრუნველყო ევროპული პერსპექტივის ჩანაწერის ხაზგასმა დოკუმენტში, ამასთან ერთად სხვა რეფორმები, რომელიც გასატარებელი იქნება, ჩვენ მზად ვართ – ამ რეფორმებს გავყვეთ, როგორც აქამდე, მაქსიმალურად დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპასა და ევროკავშირთან, ასევე, სრულად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები