რომან გოცირიძე – ხოშტარიასთვის რუსეთიდან თანხის ჩარიცხვის შესახებ: რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!

ნებისმიერი სპექტაკლი, რუსეთში დაიდგმება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, საავტორო უფლებების წყალობით შემოსავალი, მის შთამომავლებზე გადადის. რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ვირსალაძის ნებისმიერი სპექტაკლი რუსეთში დაიდგმება თუ სხვაგან და საიდან ჩაირიცხება თანხა, ამაში არაფერი არ არის ამორალური.

„ადამიანმა, რომელმაც შექმნა უნიკალური კოსტიუმები… ჩვენ რომ მოგვწონს სუხიშვილების ცეკვა, რასაც ვუყურებთ, ყველაფერი მისი გაკეთებულია, ვირსალაძის. ნებისმიერი სპექტაკლი, რუსეთში დაიდგმება, ამერიკაში თუ ავსტრალიაში, საავტორო უფლებების წყალობით, შემოსავალი მის შთამომავლებზე გადადის. რა არის ამაში ამორალური ან უსამართლო?!“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები