ოთო კახიძე: პროკურატურას მტკიცებულებები ჯერ არ გადმოუცია
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატისთვის მთავარ პროკურატურას ვალერი გელაშვილიც ცემის ფაქტზე წაყენებული ბრალდების მტკიცებულებები ჯერ არ გადაუცია.
როგორც “კვირას“ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განუცხადა, შესაბამისად, საქმის მასალების გადაცემამდე კომენტარს ვერ გააკეთებს.
“პროკურატურას მტკიცებულებები ჯერ არ გადმოუცია, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ყოფილი პარლამენტარის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ.