თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიორგი ბაჩიაშვილის საქმე განიხილება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე განიხილება.

კერძოდ, საქმე საზღვრის უკანონო კვეთას ეხება.

პროცესზე მონაწილეობას თავად გიორგი ბაჩიაშვილიც მიიღებს. არ არის გამორიცხული, მან სასამართლოს სიტყვითაც მიმართოს.

შესაძლებელია, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნოს, რაც ნიშნავს, რომ საქმეზე არსებითი განხილვა მალევე დასრულდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორ ქმედებაში დამნაშავედ ცნო – დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 „ბ“ და 194 – 3 „გ“ ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები