ირაკლი ზარქუა: გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ ის ერთი საათი, რომელიც პრემიერს ჰქონდა, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს და ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო
გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვნახეთ, რომ ის ერთი საათი, რომელიც პრემიერს ჰქონდა, რათა სიმართლე ეთქვა, მათ შორის, ოპოზიციისთვის, ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს და ნახეთ, როგორი თავდასხმები იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, მორალური უფლება არ აქვს, „ქართულ ოცნებას“ და პრემიერს ამ ტონალობაში ელაპარაკოს.
“იმ გუნდს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, საკუთარი მოსახლეობა წამებაში გამოატარა, ადამიანის უფლებები ციხეში თუ ციხის გარეთ წლების განმავლობაში გათელა და ბიზნესი დააწიოკა, მორალური უფლება არ აქვს, „ქართული ოცნების“ გუნდს და მის პრემიერმინისტრს ამ ტონალობაში ელაპარაკოს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.