გოგა ხაინდრავა კარლ ბილდტს მიმართავს – “თქვენ ხართ დეგრადირებული ევროპული ბიუროკრატიის სახე”

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, კარლ ბილდტის
“ტვიტერზე” გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება.

„ბატონო ბილდტ, ტრაგედია შვედეთისა და თანამედროვე ევროპისთვის ხართ თქვენ! სახე დეგრადირებული ევროპული ბიუროკრატიის! თქვენი კორუფციული შლეიფით აფრიკიდან საქართველომდე. კომპანია “კრეაბის” მეშვეობით, უკანონოდ მითვისებული საბიუჯეტო სახსრებით, რუსული ენერგოკომპანიების ლობირებით და მათთან თანამშრომლობით! სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ, რას ჰგავს დღევანდელი ევროპის ტრაგედია!“, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

ცნობისთვის, კარლ ბილდტის განცხადებით, საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი “რელსებიდან გადავიდა”.

“პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”, – წერს ბილდტი.

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა განცხადება გუშინ გააკეთა.

“კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს,” – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები