ბორელი: საქართველომ ევროკავშირის უარი ნეგატიურად არ უნდა აღიქვას

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი, ჟოსეფ ბორელი ამბობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსზე უარი ნეგატიურად არ უნდა აღიქვას, რადგან მას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ქვეყანა ამოცანების შესრულებაში სწორ გზაზე დგას.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე მისვლისას განაცხადა.

„ევროპული პერსპექტივის აღიარება საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. არ უნდა მიიღონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ გზა და ის, რაც უნდა გააკეთონ, გრაფიკი. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია. განაგრძეთ მუშაობა, თქვენ სწორ გზაზე დგახართ“, – თქვა ბორელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები