კიმ ჩენ ინი არმიის რეორგანიზაციას იწყებს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ქვეყნის შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციას იწყებს.

ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია იტყობინება.

ამასთან, ჯერ არ არის ცნობილი, თუ როგორ შეიცვლება ჩრდილოეთ კორეის არმიის სტრუქტურა, მაგრამ აღნიშნულია, რომ, „ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეების ხელმძღვანელობით“, კორეის სახალხო არმიის გენერალურმა შტაბმა „შესაბამისი საკითხების შემუშავება განიხილა“ და გასცა შესაბამისი „მნიშვნელოვანი დოკუმენტები“.

ამავდროულად, კომიტეტის სხდომაზე კიმ ჩენ ინმა წარადგინა ზომები “ჯარების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები