მოსკოვის მახლობლად, ელექტროუგლიში საღებავებისა და ლაქების საწარმოში ხანძარია. შენობაში სახურავი ჩამოინგრა, თვითმხილველებს აფეთქების ხმები ესმით.
მედიის ინფორმაციით, ხანძრის ფართობი 2,4 ათასი კვადრატული მეტრის შეადგენს.
„ამჟამად დადგენილია, რომ იწვის მესამე სართულის მთელი ტერიტორია – 2,4 ათასი კვადრატული მეტრი. შენობის სახურავი ჩამოინგრა, ფეთქდება აალებადი სითხეების შემცველი კონტეინერები. იქ სულ ათი ცალია“, – განუცხადა TASS-ის წყარომ.
ხანძარს სირთულის მეორე (გაზრდილი) დონის კატეგორია მიენიჭა.