ბრიუსელში დღეს ევროკავშირის სამიტი იწყება

EU flag

ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი დღეს იწყება, რომელზეც საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი გადაწყდება.

სამიტი ოფიციალურად ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად, ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომთან დაკავშირებულ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, მის გავლენას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე და განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას. შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სამი სახელმწიფოს წევრობის განაცხადების განხილვას. ს

ხდომისთვის მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ „ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას“. კანდიდატებთან ოფიციალური მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც ისინი შეასრულებენ ევროკომისიის დასკვნებში წამოყენებულ პირობებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები