ირაკლი ღარიბაშვილი – ღმერთმა დალოცოს საქართველო, დიდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს

საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის პროგრესული, ევროპული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მეტი პროგრესი, მეტი განვითარება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთელი „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„აქვე მინდა კიდევ ერთხელ ყველას მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ დეპუტატს. მინდა, ჩვენს მედიას მადლობა გადავუხადო, ჩვენს მაყურებლებს, ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ხალხს მინდა გადავუხადო მადლობა ყველაფრისთვის.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის პროგრესული, ევროპული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მეტი პროგრესი, მეტი განვითარება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. მე გარწმუნებთ, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ამაში ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის. თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას. მახვილით და ცეცხლითაც დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას და ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, დიდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს!“, –  განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები