მანანა კობახიძე: პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით ყოველგვარი კითხვის ნიშანი უნდა გამოირიცხოს

  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშწორება მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს დაავალა. მისი შეფასებით, პროკურატურას ჰქონდა საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილისთვის ახალი ბრალი წარედგინათ.
როგორც მანანა კობახიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ეს არის სისხლის სამართლის პროცედურები, რომელსაც ახორციელებს პროკურატურა, პარლამენტი და პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერიონ ამ საკითხებში.
“თუ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, საკმარისი ფაქტები, რომ ბრალი წარედგინათ, რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი კითხვის ნიშანი პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დღეს გაიმართა. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ყოფილი დეპუტატის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მხილებულ იქნენ დანაშაულის ორგანიზატორები: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები