ირაკლი ღარიბაშვილი – მუდმივად უნდა ჰქონდეს სამხედროს, პოლიციელს მოტივაცია, რომ მათი გმირული საქმიანობა დაფასებულია

სამხედრო ქალაქი, ჯარის ქალაქი, უკვე აშენებულია. ჩვენ წლის ბოლომდე გავხსნით ამ ქალაქს. ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ 1 000-ს საცხოვრებელ ბინიანი ქალაქი და ამ 1 000-ს სამხედროს დაურიგდებათ აღნიშნული ბინები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მუდმივად უნდა ჰქონდეს სამხედროს, პოლიციელს მოტივაცია, რომ მათი გმირული საქმიანობა არის დაფასებული.

„იგივე პროგრამა დავიწყეთ მე და ბატონმა ვახტანგ გომელაურმა, ჩვენს გმირ პოლიციელებს ასევე ავუშენებთ 1 000-ს ბინიან პოლიციის ქალაქს. ახლა უკვე მიმდინარეობს რამდენიმე მშენებელ კომპანიასთან  მოლაპარაკებები,  აქტიურ ფაზაშია  და გვინდა, რომ სექტემბერში უკვე დავიწყოთ მშენებლობა, მანამდე პროექტირება და ა.შ. ამ პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აქ კვ.მ ფართის ღირებულება არის მხოლოდ 100 დოლარის ექვივალენტი. სამხედრო და პოლიციელი გადაიხდის მხოლოდ 100 დოლარს კვ.მ-ში, დანარჩენს დაფარავს სრულად სახელმწიფო, მთავრობა და ეს იქნება  გამოხატულება ჩვენი პატივისცემის და დაფასების, ჩვენი გმირი პოლიციელების და გმირი სამხედროების მიმართ. რაც მთავარია, ეს პროცესი გაგრძელდება. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ეს არ არის ერთჯერადი. ეს ვალდებულება ჩვენ ავიღეთ, იქნება მე-2 ფაზა, მე-3 და ა.შ. ეს უნდა იყოს განგრძობითი და მუდმივად უნდა ჰქონდეს სამხედროს, პოლიციელს მოტივაცია, რომ მათი გმირული საქმიანობა არის დაფასებული და ასეც იქნება“, –  განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები