ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ რეალობას უნდა შევხედოთ, შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სტრატეგია უნდა ავაწყოთ ამაზე, რომ ჩვენი მთავარი ოცნება უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება

ჩვენ რეალობას უნდა შევხედოთ, შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სტრატეგია უნდა ავაწყოთ ამაზე, რომ ჩვენი მთავარი ოცნება, მათ შორის, ამათიც, უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დაკარგოს ქვეყანამ.

„ნატოსთან დაკავშირებით ვრცელი განმარტება უკვე გავაკეთე. ვისაუბრე მოლოდინებზე, რას ველოდებით მადრიდის სამიტიდან, რომელზეც მიწვეული ვარ პირადად გენერალური მდივნის მიერ. ასევე ვისაუბრე და განვმარტე ჩემი ნათქვამი და ეს რეალობაა. ჩვენ თუ ამ რეალობაში არ ვიცხოვრეთ და ჩვენ თუ ამ ილუზიებით და სიცრუეში ვამყოფეთ ჩვენი ხალხი, ასე არაფერი გამოგვივა. ჩვენ რეალობას უნდა შევხედოთ, შესაბამისად დავგეგმოთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯები და ჩვენი სტრატეგია უნდა ავაწყოთ ამაზე, რომ ჩვენი მთავარი ოცნება, მათ შორის, ამათიც, უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ესენი აკეთებენ ყველაფერს, რომ კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დავკარგოთ. ამ სიტუაციაში, როცა მოინდომებ მეორე ფრონტის გახსნას, სანქციებს და მოხალისეების გაგზავნას ორგანიზებულად, მთავრობის ჩართულობით, ეს პირდაპირ მტრობაა, აბა რას ნიშნავს სხვას. წეღან რომელიღაც გამოვიდა და თქვა, რომ თქვენ რომ თქვით, რომ  კეზერაშვილი გაიქცა ომიდან, ეს მოღალატეობრივი განცხადებააო. განცხადება კი არაა ღალატი, ომიდან გაქცევაა ღალატი. გესმით? თუ არ იცით მაგდენი. და მიწაზე ფორთხიალია ღალატი. ბიჭები რომ ჩატოვეთ, სამხედროები და მათი ცხედრები, ესაა ღალატი. ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დასრულება უნდა ამ ადამიანს, ბოტკოველს, პარტიის ფული რომ შეჭამეს და სახლი რომ აიშენა და ლაპარაკობს აქ, ჭკუას ასწავლის ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები