ირაკლი ღარიბაშვილი – რაც შეეხება შავი ზღვის კაბელს, ამაზე ჩვენ გვაქვს საუბარი ევროკავშირთან, ერთ-ერთი flagship, გამორჩეული პროექტიც შეიძლება ამას ვუწოდოთ

რაც შეეხება შავი ზღვის კაბელს, ამაზე ჩვენ გვაქვს საუბარი ევროკავშირთან, ერთ-ერთი flagship, გამორჩეული პროექტიც შეიძლება ამას ვუწოდოთ, – ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში დეპუტატის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი კომპანიაც არის დაინტერესებული და ამ მიმართულებით მუშაობა იქნება გააქტიურებული.

„მათ შორის, ევროკომისარი ვარჰეი, როცა იყო ჩამოსული შარშან, სწორედ მას შევთავაზეთ ერთ-ერთ პროექტად შავი ზღვის კაბელის პროექტი. „პრე-ფიზიბილითი“ დასრულებულია, „ფიზიბილითი“-ზე გადავა ახლა სამინისტრო და ამის შემდეგ უნდა ვნახოთ, ინტერესთა გამოხატვა უნდა გამოვახადოთ, ძალიან ბევრი კომპანიაც არის დაინტერესებული და ამ მიმართულებით მუშაობა იქნება გააქტიურებული“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები