პრემიერი: ევროპული იდეა არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, არა მხოლოდ იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც გამოვიდნენ ამ აქციაზე ევროპული იდეის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა, საბოლოო ჯამში
რამდენიმე კითხვა დაისვა ოპოზიციის მხრიდან და ახსენეს 20 ივნისს გამართული აქცია, გუშინ წინ. ევროპული იდეა არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი, არა თუ ასე ვთქვათ მხოლოდ იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც გამოვიდნენ ამ აქციაზე ევროპული იდეის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა საბოლოო ჯამში, – ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ძალას არაფერი გაუკეთებია ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, პირიქით, მათი ყოველდღიური მმართველობა აშორებდა საქართველოს ევროპისგან.
„აქციაზე გამოვიდნენ ევროპის მხარდასაჭერად და დახვდათ მიშა სააკაშვილის პლაკატები, როგორ მოგწონთ? – მაგრამ ჩვენი მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროპულ იდეას, ასე რომ, როცა ადამიანი, პოლიტიკური ძალა ცდილობს რომ მიითვისოს ის, რაც მათ არ ეკუთვნით, არამედ ეკუთვნის ხალხს, ეს არის ამორალური საქციელი. მით უმეტეს ამ ძალას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, არაფერი საერთოდ, პირიქით. მათი ყოველდღიური მმართველობა აშორებდა საქართველოს ევროპისგან, არაფერი გაუკეთებიათ ამ ადამიანებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, არაფერი საერთოდ, არავითარი ხელშესახები რეალური, კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.