პრემიერი: ჩვენ განვახორციელეთ შრომის სამართლის რეფორმა და გახდა სტანდარტების შესაბამისი, ვამუშავებთ ასევე ევროპულ პრაქტიკას

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია ქალების ეკონომიკური გაძლიერებისკენ. ჩვენთვის ყველა საჭიროებაა ცნობილი და ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მათთვისაც შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მუშავდება ასევე ევროპულ პრაქტიკა, მათ შორის, ის, თუ რა ვალდებულებები აკისრია საქართველოს ამ კუთხით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

„2020 წლის სექტემბერში ჩვენ განვახორციელეთ შრომის სამართლის რეფორმა და ამის ფარგლებში შევიდა ცვლილებები შრომის კოდექსში და გახდა სტანდარტების შესაბამისი. მათ შორის არის დეკრეტული შვებულების მარეგულირებელი ნორმები, რომლის თანახმადაც დაწესდა მშობლის შვებულების მაღალი სტანდარტი და დღეს უკვე დეკრეტულ შვებულებაში გასვლის შესაძლებლობა აქვს არა მხოლოდ დედას, არა მხოლოდ მამას. გარდა ამისა, გათვალისწინებულია დამატებითი შესვენების დროც, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ რომ გადამზადდნენ. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია ქალების ეკონომიკური გაძლიერებისკენ. ჩვენთვის ყველა საჭიროებაა ცნობილი და ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მათთვისაც შევქმნათ ყველა შესაძლებლობა, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა. თქვენი ინიციატივა შეეხებოდა, რომ კერო სექტორიც რომ დავავალდებულოთ, ან ვთხოვოთ, რეკომენდაცია გაეწიოს. შეიძლება დავიწყოთ მოწოდებით და რეკომენდაციით. ჩვენ ვამუშავებთ ასევე ევროპულ პრაქტიკას, გამოცდილებას, როგორ არის ევროკავშირის ქვეყნებში. მათ შორის, ვნახავთ, რა ვალდებულებები გვაკისრია ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე და ამ საკითხსაც დავარეგულირებ ისე, როგორც არის ევროპაში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები