ირაკლი ღარიბაშვილი – როგორც კი დამტკიცდება ევროპული საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება და რეკომენდაცია ჩვენ დავიწყებთ მუშაობას თქვენთან ერთად, პარლამენტთან ერთად

ბუნებრივია, როგორც კი დამტკიცდება ევროპული საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება და რეკომენდაცია ჩვენ დავიწყებთ მუშაობას თქვენთან ერთად, პარლამენტთან ერთად, მთავრობა მზად არის, რომ პროცესი რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს, – ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატ მაკა ბოჭორიშვილის კითხვაზე.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა იმ რეფორმების ნაწილი შეტანილი გვაქვს ჩვენ დღის წესრიგში, რომელიც შევათანხმეთ ბრიუსელთან, დანარჩენი გამოკვეთილი პრიორიტეტები, რომლებიც შეტანილი იყო ამ კომისიის დასკვნაში ამაზეც, ბუნებრივია, როგორც კი დამტკიცდება ევროპული საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება და რეკომენდაცია ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და თქვენთან ერთად, პარლამენტთან ერთად მთავრობა მზად არის რომ პროცესი რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს. თუმცა თუმცა პოლარიზაციის დასრულებას როგორ შევძლებთ ეს ჩვენს ევროპელ მეგობრებს უნდა ავუხსნათ კარგად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები