ირაკლი ღარიბაშვილი დასაქმების პროგრამაზე – ბაზაში არის 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და ჩვენ გვინდა, რომ ყველას დასაქმება შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში
მთავრობის მეთაურმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა დასაქმების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ ჯამში, ბაზაში არის 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და მთავრობის სურვილია, ყველას დასაქმდეს მომდევნო წლების განმავლობაში.
„მე უკვე ვისაუბრე დასაქმების პროგრამის მიმდინარეობაზე და ამას ჩვენ უფრო მეტი ტემპით გავაგრძელებთ. ჯამში ბაზაში არის 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და ჩვენ გვინდა, რომ ყველას დასაქმება შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში. წელს თუ ავედით 50 000-ზე ძალიან კარგი მონაცემი იქნება, კარგი შედეგი იქნება და შემდეგ უფრო გავააქტიურებთ, ესაა ჩვენი მოლოდინები“, – განაცხადა პრემიერმა.