პრემიერი გიორგი ბოტკოველს – შემდეგი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თქვენ მიისაკუთრეთ პარტიის ქონება, ასე რომ ნუ ლაპარაკობთ, სხვებს ნუ ელაპარაკებით

მთავრობის მეთაურმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში, დეპუტატ გიორგი ბოტკოველს მიმართა და აღნიშნა, რომ ვრცელდება ინფორმაცია მის მიერ პარტიის ქონების მისაკუთრებაზე.

„ბატონი ბოტკოველი გამოდის და ლაპარაკობს ათასი დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო ბრალდებებით. ვრცელდება ინფორმაცია, ბატონო გიორგი და გაეცით პასუხის თქვენს ამომრჩეველს. შემდეგი ინფორმაცია ვრცელდება, რომ თქვენ მიისაკუთრეთ პარტიის ქონება კერძოდ ნაცმოძრაობის მმართველობის დროს, თელავის გამგეობამ პარტიისთვის ალაზნის გამზირზე გამოყო მიწის ნაკვეთი, რომელსაც თანხა უნდა გადაერიცხა ნაცმოძრაობის ფონდში. ხსენებული ნაკვეთი გაიყიდა 250 000 აშშ დოლარად, საიდანაც 200 000 აშშ დოლარი, ამბობენ, გამოიყენეთ თქვენ და თბილისში იშენებთ აგარაკს ასეა? აიშენეთ? გილოცავთ, ასე რომ ნუ ლაპარაკობთ, სხვებს ნუ ელაპარაკებით“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები