დეპუტატებმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს

დეპუტატებმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს.

დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა სიტყვით გამოსვლისას მისი კუთვნილი კომპანიის „სტერეო პლიუსის“ შესახებ დასვა კითხვები.

„მეთერთმეტე წელი დაიწყო რაც დაარბიეს ოპოზიციური არხი „სტერეო პლიუსი“. კი მაგრამ, რატომ არის ამდენი წელი თავისუფლებაზე დამნაშავეები, ჩემს ხარჯზე გინდათ კოჰაბიტაცია? ამას არ სჭირდება შველა?!

ოლიგარქების სიაში ვერ ვხედავ ბეჟუაშვილს, კრიმინალებში ადეიშვილს და მერე მე მასწავლიან როგორ უნდა ვიცხოვრო.

ხო, იმიტომ დამარბიეს, რომ ოპოზიციურ არხს ვიცავდი და დღესაც დავიცავ!

გავიგე რომ დაზარალებული ვარ და მერე რა? რამდენჯერ ავაშენო ერთი კომპანია? ერთხელ ბასილის მხარდამჭერებმა დამარბიეს, შემდეგ, 2012 წლის მაისში დამარბიეს. დავანებოთ თავი ზედმეტ ლოიალობასაც“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები