პრემიერი: ბატონი შალვა შავგულიძე მეკითხება, რა შეცდომები დავუშვით, რომ გამოვასწოროთ ვითარება – ბატონმა შალვამ, რა შეცდომებიც დაუშვა, ჯობია ამაზე იფიქროს თვითონ, როცა მარტო დარჩება – კაცი გირგვლიანის ადვოკატი იყო და დღეს „ნაცებშია“

ბატონი შალვა შავგულიძე მეკითხება, რა შეცდომები დავუშვით, რომ გამოვასწოროთ ვითარება. ბატონმა შალვამ, რა შეცდომებიც დაუშვა, ჯობია ამაზე იფიქროს თვითონ, როცა მარტო დარჩება. კაცი გირგვლიანის ადვოკატი იყო და დღეს „ნაცებშია“ – როგორ მოგწონთ? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ბატონი შალვა შავგულიძე მეკითხება, რა შეცდომები დავუშვით, რომ გამოვასწოროთ ვითარება. ბატონმა შალვამ, რა შეცდომებიც დაუშვა, ჯობია ამაზე იფიქროს თვითონ, როცა მარტო დარჩება. კაცი გირგვლიანის ადვოკატი იყო და დღეს „ნაცებშია“ – როგორ მოგწონთ?! ესაა შალვა შავგულიძე, გაიცანით ბატონებო და მე მეკითხება, რა შეცდომები დაუშვით, რომ ამაზე იფიქროთ, რომ გამოასწოროთო. თქვენ იფიქრეთ ბატონო შალვა, თქვენ, თორემ ჩვენ ნაფიქრი გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები