ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე – უკრაინა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, ის არ შეიძლება, შეურთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში
რუსეთის ომმა ყველა ჩვენგანი შოკში ჩაგვაგდო, თუმცა ემოციები არ უნდა მივიდეს სიგიჟემდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა გამოიწვია ენერგორესურსების ფასების, ინფლაციის ზრდა და კოლექტიური გაღარიბება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტომ ვანდენდრიშემ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას არ შეუსრულებია აუცილებელი კრიტერიუმები, რის გამოც არ შეიძლება, ევროკავშირს შეუერთდეს.
„სანქციები არ აჩერებს ომს და საპირისპიროს აკეთებს, ჩვენ ვხედავთ ფასების ზრდას. ალბანეთი, თურქეთი და უკრაინა არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის, მათ არ დაუკმაყოფილებიათ აუცილებელი წინაპირობები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც საჭიროებს კარგად ფუნქციონირებად ბაზარს, მტკიცე კანონის უზენაესობას. უკრაინას არ შეუსრულებია ეს ვალდებულებები. ის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ჩვენ ყველას ვუქმნით საფრთხეს, ჩვენ ყველა ვიქნებით ჩათრეული ამ ომის ჭაობში. უკრაინა არ შეიძლება, შეუერთდეს ევროკავშირს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი გადაეშვება სიგიჟეში“, – განაცხადა ტომ ვანდენდრიშემ.