არჩილ თალაკვაძე: ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს

არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ პოლიტიკოსს ევროპაშიც კი მიაჩნია, რომ საქართველოსთან მიმართებით უნდა იყოს მიღებული იგივე გადაწყვეტილება, რაც უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით არის რეკომენდებული ევროკომისიის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, უსამართლობა იქნება.

“არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ პოლიტიკოსს ევროპაშიც კი მიაჩნია, რომ საქართველოსთან მიმართებით უნდა იყოს მიღებული იგივე გადაწყვეტილება, რაც უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით არის რეკომენდებული ევროკომისიის მხრიდან. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვას და ვულოცავთ მათ, რომ ასეთი რეკომენდაცია გამოიცა, თუმცა, ამავე დროს ვამბობთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს. თუმცა, ამას ექნება თავის ახსნა, პოლიტიკური კონტექსტი არსებობს, მიმდინარეობს ომი უკრაინაში და როგორც ჩანს ევროკომისიამ თავის გადაწყვეტილება დააფუძნა ამ ფაქტორებზე”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები