მოლდოვის მთავრობამ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

მოლდოვის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ 45 დღით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ NewsMaker წერს.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, რეჟიმი კიდევ 1,5 თვით უნდა გახანაგრძლივდეს და 24 ივნისიდან ამოქმედდეს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ქვეყნის პარლამენტმა 23 ივნისის სხდომაზე უნდა დაუჭიროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები