კობახიძე: ევროკომისიის დოკუმენტში არის 12 რეკომენდაცია, ჩვენ მთელ რიგ პუნქტებზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა

ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, რომ ეს პუნქტები შევასრულოთ, არამედ მთელ რიგ პუნქტებზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, საქართველო ყველა ვალდებულებას ასრულებს.

„ვერავინ  ამბობს, რომელ ვალდებულებას არ ვასრულებთ, ვალდებულებებს დღემდე ვასრულებთ და მანამდეც ვასრულებდით. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომლებიც არის მოცემული ევროკომისიის დოკუმენტში, არის 12 რეკომენდაცია. ჩვენ ამაზე გამოვხატეთ მზადყოფნა, ასოცირების ხელშეკრულებაში იყო შეტანილი თითქმის ყველა პუნქტი, ეს იყო შეჯერებული ჩვენ და ევროკავშირს შორის. ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ, რომ ეს პუნქტები შევასრულოთ, არამედ მთელ რიგ პუნქტებზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა, გამომდინარე აქედან, ყველაფერი დღესავით ნათელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები