მიხეილ სარჯველაძე: მე არ მგონია, მიზეზი ჰქონდეს ვინმეს სათქმელად, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, უბრალოდ, ეს გამორიცხულია
“მე არ მგონია, მიზეზი ჰქონდეს ვინმეს სათქმელად, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, უბრალოდ, ეს გამორიცხულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ დეოლიგარქიზაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“ის, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი – არის მცდარი მოსაზრება იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ვსაუბრობთ ოლიგარქიაზე, ასეთ შემთხვევაში აუცილებელი კომპონენტია არა მხოლოდ სიმდიდრე, არამედ – ის, რომ ხელისუფლების გამოყენება ხდება ოლიგარქიული მიზნებით. ეს სრულიად სხვა შემთხვევაა. მე არ მგონია, ამ შემთხვევაში მიზეზი ჰქონდეს ვინმეს სათქმელად, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი. უბრალოდ, ეს გამორიცხულია”, – აღნიშნა სარჯველაძემ.