27-30 ივნისს, ყაზბეგში მეკლდეურობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება

27-30 ივნისს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მეკლდეურობაში საქართველოს ჩემპიონატს მასპინძლობს. ბოულდერინგსა და წყვილთა გარბენში ბუნებრივ კლდეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ორმოცდაათამდე სპორტსმენი შეეჯიბრება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების, ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრისა და საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი ჩირაძის განცხადებით, მეკლდეურობა ერთ-ერთია იმ სპორტის სახეობებს შორის, რომელსაც სპორტის სამინისტრო, მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს და ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეფექტურ კომუნიკაციას სამინისტროს, ფედერაციასა და მუნიციპალიტეტებს შორის.

„მეკლდეურობას საქართველოში, მრავალწლიანი ტრადიცია აქვს. წარმატება მინდა ვუსურვო ფედერაციას და ყველა ქართველ მეკლდეურს. მზად ვარ, მხარი დავუჭირო ინიციატივებს, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სპორტის განვითარებას ემსახურება, ხელი შევუწყო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და სპორტსმენების აღჭურვას სპეციალური საჭიროებებით, კომპეტენციის ფარგლებში, დავეხმარო მეკლდეურებს, მოიპოვონ ლიცენზია 2024 წლის ოლიმპიურ ჩემპიონატზე”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის, ბაკურ ავსაჯანიშვილის გადაწყვეტილებით, ყაზბეგში, საერთაშორისო სტანდარტის ცოცვის სავარჯიშო კედელი აშენდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები