საქართველოს ირლანდიის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სპეციალური მოწვევით, ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯო მაკჰიუს ხელმღვანელობით, საქართველოს ირლანდიის რესპუბლიკის მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა.

პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ირლანდიელი პარლამენტარები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის მიზანია საქართველოს მიმართ ირლანდიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება. ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციაში შედიან ირლანდიის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – ჯო მაკჰიუ; კომიტეტის წევრები – შონ ჰოგი და რორი ო მურჩუ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები