თურქეთში მასშტაბურ ტყის ხანძარს 20 ვერტმფრენით და 14 თვითმფრინავით ებრძვიან

თურქეთში, მარმარისის რეგიონში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს.

Anadolu ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი გუშინ საღამოს ამაზონის ყურეში, მუგლას რეგიონში გაჩნდა.

ხანძრის ქრობაში ჩართულია 20 ვერტმფრენი და 14 თვითმფრინავი, 1600-მდე მეხანძრე. ასევე, გამოიყენება 363 სპეცმანქანა და 39 ერთეული სამშენებლო ტექნიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები