Bakhtar: ავღანეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 255 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის პროვინცია პაქტიკაში 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 255 ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Bakhtar ავრცელებს.

სააგენტო ასევე 155 დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„სულ მცირე, 255 ადამიანი დაიღუპა და 155 დაშავდა პაქტიკას პროვინციის ბარმალას, ზირუქის, ნაკასა და გაიანის რაიონებში“, – წერს სააგენტო Twitter-ზე.

ავღანეთში ძლიერი მიწისძვრა გამთენიისას მოხდა, ბიძგები პაკისტანსა და ინდოეთში იგრძნობოდა.

ნგრევის და მსხვერპლის მასშტაბის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ უწყებებს ჯერ არ გაუვრცელებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები