პარლამენტში დღეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ
პარლამენტში, დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე მთავრობის მეთაურს მოუსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილი დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს წარუდგენს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობასა და ევროინტეგრაციის საკითხებზე. ასევე, პრემიერი ინფორმაციას წარადგენს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ მნიშვნელოვან სამუშაოებზე ყველა მიმართულებით.
პროცედურის მიხედვით, მოხსენების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი კანონმდებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს, გარდა მედიის წარმომადგენლებისა.