კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის – „ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
„ესენია:
1) „არ დავიწყება მოყვრისა“, განმახორციელებელი – ფ/პ ვასილ პაპიაშვილი.
დაფინანსდა ჰერეთის ფოლკლორული ანსამბლის, „ჰერულას“ კონცერტები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და სოფელ სამთაწყაროში;
2) „ერისიონი-ქართული საგანძური“, განმახორციელებელი – სსიპ საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი”. დაფინანსდა ანსამბლის კონცერტები ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში;
3) „ფოლკლორული ანსამბლი ურმული ხალხის სამსახურში-კონცერტები რეგიონებში“, განმახორციელებელი – ი/მ ნუგზარ ქავთარაძე-ანსამბლი „კელაპტარი“. დაფინანსდა ანსამბლ „ურმულის“ კონცერტები მარნეულისა და გარდაბნის (სოფელი გამარჯვება) მუნიციპალიტეტებში;
4) „ვიმღეროთ ერთად“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ “ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი „ნანინა“. დაფინანსდა ჯგუფი „ნანინას“ კონცერტები სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში;
5) „ჩემი საქართველო-ეგარი“, განმახორციელებელი – შპს ,,მეტა ჯორჯია“. დაფინანსდა ანსამბლ „ეგარის“ კონცერტები აბაშის, ხულოს, ქედის, ოზურგეთის (სოფელი მაკვანეთი) მუნიციპალიტეტებში;
6) „ახალგაზრდები საქართველოსთვის“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ “ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალი „ნანი“. დაფინანსდა კონცერტი ქალაქ ახალციხეში (სახალხო დღესასწაული ახალციხობა), რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 17 ახალგაზრდა შემსრულებელი ინსტრუმენტულ ჯგუფთან ერთად;
7) „ახალგაზრდა კომპოზიტორთა ქართულენოვანი სიმღერების ფესტივალის საზაფხულო კონცერტი“, განმახორციელებელი – ა(ა)იპ დათო ევგენიძის ფონდი „თბილი-სი“. დაფინანსდა კონცერტი ქალაქ ბათუმში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მიმდინარეობის 20-ზე მეტი მუსიკოსი;
„ქართული სიმღერა რეგიონებს“, განმახორციელებელი – ფ/პ მარიამ ოსიტაშვილი. ოთხი კონცერტი რეგიონების მუნიციპალიტეტებში შვიდი ხელოვანის მონაწილეობით;
9) ,,წუთისოფელი – შემეცნებითი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია”, განმახორციელებელი – ფ/პ ზურაბ ლოლაძე. დაფინანსდა ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტები დმანისის, ქუთაისის, სამტრედიის, საჩხერის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და მცხეთის (სოფელი საგურამო) მუნიციპალიტეტებში.
10) ,,ინგა ბერაძისა და გიგი გეგელაშვილის საგასტროლო ტურნე“, განმახორციელებელი – ფ/პ გიორგი გეგელაშვილი. დაფინანსდა კონცერტები დმანისის (სოფელი გომარეთი), ბოლნისის (სოფელი ტანძია) და თეთრიწყაროს (დაბა მანგლისი) მუნიციპალიტეტებში;
11) „ქალაქური მრავალხმიანობა რეგიონებში“, განმახორციელებელი – შპს “ქალაქური მრავალხმიანობა”. დაფინანსდა ანსამბლების/ჯგუფების: „შვიდკაცა“, „ალილო“, „ქართული ხმები“, „თეატრალურის კვარტეტი“,“ ფორტე“ კონცერტები ჭიათურის, საჩხერის, ჩოხატაურის და ოზურგეთის (დაბა ურეკი) მუნიციპალიტეტებში.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 500 000 ლარს და მის ფარგლებში სამინისტროს მომართა 53-მა განმცხადებელმა. გამარჯვებული 11 პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში 32 კონცერტი გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები