პრეზიდენტი: გერმანიამ საკუთარი ისტორიის მაგალითზე იცის, რომ ევროპელებს ერთმანეთისგან კედლები არ უნდა ყოფდეთ – თქვენი დახმარების იმედი გვაქვს

დღეს ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორისა და მეგობრის, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომლითაც მან გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში გერმანია საქართველოს გვერდით დადგება.

“გერმანიამ საკუთარი ისტორიის მაგალითზე იცის, რომ ევროპელებს ერთმანეთისგან კედლები არ უნდა ყოფდეთ. დღეს ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორისა და მეგობრის. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში საქართველოს დაეხმარებით”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები