სალომე ზურაბიშვილი – ბელგიის პრემიერს: თქვენგან, როგორც პატარა ქვეყნისგან, რომელმაც იცის რას ნიშნავს იყო საზოგადოების ნაწილი, მოველით მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ ეტაპზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბელგიის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კრუს მიმართა. პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოქვეყნდა.

სალომე ზურაბიშვილმა ბელგიის პრემიერს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

“თქვენგან, როგორც ევროკავშირის ისტორიული ქვეყნისგან, როგორც პატარა ქვეყნისგან, რომელმაც იცის რას ნიშნავს იყო საზოგადოების ნაწილი, მოველით მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ ეტაპზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები