თბილისის მერი ელჩებს თვითმმართველობაში გასატარებელ რეფორმებს გააცნობს

  თბილისის მერი დავით ნარმანია ამბასადორიალის მეორე დღეს ელჩებს თვითმმართველობაში გასატარებელ რეფორმებს გააცნობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ამბასადორიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ბევრი რამ კეთდება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მიმართულებით, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ დაიწყო. ეს არის უპრეცედენტოდ დემოკრატიული რეფორმა, რომლის მიხედვითაც პირველად პირდაპირი წესით მერები და გამგებლები ავირჩიეთ. საუბარი იქნება მაღალ, 50-პროცენტიან ბარიერზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ, რაც ასევე მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს ხალხის მაღალი ნდობით არჩეული მერები და გამგებლები მართავდნენ. შეხვედრაზე საუბარი იქნება თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელების გეგმებსა და მიმართულებებზე. ეს ყველაფერი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის ჩარჩოებიდან გამომდინარეობს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები