მამუკა მდინარაძე: მთავარი საკითხი, რომელზეც ყველა შეთანხმებულები ვართ, ეს არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, არა მხოლოდ ეს ადამიანები, არამედ ამ ქვეყანაში სამ მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი ეთანხმება იმ ლოზუნგს, რომელიც გუშინ გაახმოვანეს
,,მთავარი საკითხი, რომელზეც ყველა შეთანხმებულები ვართ, ეს არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. არა მხოლოდ ეს ადამიანები, არამედ ამ ქვეყანაში 3 მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი ეთანხმება იმ ლოზუნგს, რომელიც გუშინ გაახმოვანეს,’’ – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამ მილიონზე მეტი ადამიანი ეთანხმება ლოზუნგს – ,,შინ, ევროპისკენ,’’ თუმცა, ამ ადამიანების დიდი ნაწილი არ იზიარებს მიხეილ სააკაშვილის გეგმებს.
,,ეს ორად უნდა გავყოთ. ერთი მხრივ, მათ თავისი მიზნები ჰქონდათ, რა თქმა უნდა, და მეორე მხრივ, მათ გაახმოვანეს სწორი მესიჯი – „შინ, ევროპისკენ“. ამ მესიჯის ქვეშ, ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, მაგრამ, მეორე მხრივ, მიშა სააკაშვილის გეგმებს დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებიდან 10% არ უჭერდა მხარს და ეს უნდა გავმიჯნოთ,’’ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.