საქართველოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 482 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 650 კვლევა ტესტით, მათ შორის, 72 494 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 156 PCR – ტესტით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები