ირაკლი კობახიძე – კახა სამხარაძის განცხადებაზე: არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამგორის გამგებლის, კახა სამხარაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიციის გამოხატვის თავისუფლება ყველას გააჩნია.

“არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, გამოხატვის თავისუფლება არის ქვეყანაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ გუშინ გამართული აქციის დროს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა. გამგებელმა მოგვიანებით პოსტი წაშალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები