შსს-მ 5 ჩამორთმეული ავტომანქანა მესაკუთრეებს დაუბრუნა (ვიდეო)

  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2006-2011 წლებში სისხლის სამართლის საქმეებზე ნივთმტიკიცებად ამოღებული 5 ავტომანქანა კეთილსინდისიერ შემძენებს დაუბრუნა. ავტომფლობელები საქართველოში იმ პერიოდისთვის იმპორტირებული და საქართველოს შსს-ში რეგისტრირებული ავტომანქანების შეძენის შედეგად დაზარალდნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანების შეძენის შემდეგ დადგინდა, რომ მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები იყო შეცვლილი, რაც გახდა გამოძიების დაწყებისა და აღნიშნული ავტომანქანების ჩამორთმევის საფუძველი.
2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ერთობლივი ღონისძიებების შედეგად დადასტურდა, რომ ავტომანქანების შეძენა მოხდა კეთილსინდისიერად, ასევე გამოირიცხა დაზარალებული პირების რაიმე ფორმით მონაწილეობა მითითებულ დანაშაულში.
აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება კეთილსინდისიერ შემძენებს დაუბრუნა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=HqEUjCw_ZW4″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები