შალვა პაპუაშვილი: იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ დეპოლარიზაცია მოახდინოს – აქციის მონაწილეები ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ
ევროპა და ევროპული კომისია თავის რეკომენდაციებში ამბობს – იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ დეპოლარიზაცია მოახდინოს. ამ პოლარიზაციის ნაწილი, სამწუხაროდ, მედიაც არის და სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. ამ აქციის მონაწილეები ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ, აღვივებენ პროცესს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული ფრთა და „სირცხვილია“.
„ევროკომისიის მოსაზრება, რომელიც განსხვავდებოდა უკრაინისა და მოლდოვის მოსაზრებისგან იყო პოლარიზაცია საქართველოში. ოპოზიციის ნაწილმა პირველი დასკვნა, რაც ამ ყველაფრიდან გამოიტანა, იყო ის, რომ წასულიყო არა დეპოლარიზაციისკენ, არამედ გაეღრმავებინა პოლარიზაცია. გვესმის, ამ აქციის მიზანი რა არის და ამ აქციის ორგანიზატორები ვინ არიან. ამ აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ახალგაზრდული ფრთა და „სირცხვილია“. ამ აქციის მიზანი რაც არის, ვხედავთ, პირდაპირი მოწოდებაა ხელისუფლების შეცვლის ამ ა.შ. როგორც პოლიტიკოსების, ასევე, სამწუხაროდ, მედიის წარმომადგენლების განცხადებებიც იყო, რომ უნდა გავყაროთ, უნდა გავაგდოთ და ა.შ. მგონი, სოციალურ ქსელს ყველა თვალყურს ვადევნებთ. ევროპა და ევროპული კომისია თავის რეკომენდაციებში ამბობს – იმისთვის, რომ საქართველოს სტატუსი მიენიჭოს, საჭიროა, პოლიტიკურმა ელიტამ დეპოლარიზაცია მოახდინოს. ამ პოლარიზაციის ნაწილი სამწუხაროდ მედიაც არის და სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. ამ აქციის მონაწილეები ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებენ, აღვივებენ პროცესს. წინასწარი განცხადებები და თქვენი ეთერები ნახეთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.