უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის მეგობარი: ალუდა ზვიადაური საქართველოსთვის იბრძოდა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ალუდა ზვიადაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, ქართველ მებრძოლს დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა და ამ დროს ზურგში ესროლეს.
ალუდა ზვიადაურის მეგობრის, გიორგი ქიბიშაურის თქმით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში 5 მარტიდან იბრძოდა.
“უკრაინაში 5 მარტს ჩავიდა. მისი აზრით, იქ ყოფნა საქართველოს სჭირდებოდა და საქართველოსთვის იბრძოდა. სამაგიეროს უხდიდა უკრაინელ ძმებს იმისთვის, რომ მათ აფხაზეთში ჩვენს მხარეს იბრძოლეს”,- აცხადებს ალუდა ზვიადაურის მეგობარი.
ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 16 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.