ქობულეთში 5 საბავშვო ბაღი აშენდება, 20 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ქობულეთში, მიმდინარე წელს 5 საბავშვო ბაღი აშენდება, 20 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მერთან, ლევან ზოიძესთან ერთად სოფელ ლეღვაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაღი 105 აღსაზრდელზეა გათვლილი. ქობულეთში 5 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ზენითის საჯარო სკოლის ახლად აშენებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა. სპორტული დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე სპორტული ინვენტარით, სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც მოზარდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში კომპლექსურად მომზადების შესაძლებლობას მისცემს.

2022 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჯამში, 20 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები