,,2012 წელს, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, შსს-ში გაცემული პრემიების სია”
ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ფეისბუქის პირად გვერდის მეშვეობით, 2012 წელს, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაცემული პრემიების სიას აქვეყნებს. “კვირა“ ჯღარკავას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„ბიჭო, ბიჭოო, ამათი პრემიები ნახეე რაა და ეს უნამუსოები, რომ მოტრიალდებიან და პრემიებზე ამ მთავრობას დაუწყებენ ენის ტლიკინს. ის დედალი პიტკინი სად იყო მაშინ, ირმა ნადირაშვილი, არ აღელვებდა? აბაა თქვენი წკმუტი არ იყოს, ამ წუთიდან!
2012 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაცემული პრემიების სია, რომელსაც “თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” ავრცელებს: შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი – 63 500 ლარი; შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, შალვა ჯანაშვილი – 60 750 ლარი; შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე – 58 250 ლარი; შს სამინისტროს საფინანსო-სამურნეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მიხეილ ამირანაშვილი – 54 500 ლარი; შს მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე – 53 250 ლარი; შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნოდარ ხარშილაძე – 37 500 ლარი; შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ერეკლე კოდუა – 35 500 ლარი; შს სამინისტროს საკადრო და ორგანიზებული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ოთარ გოგოძე – 32 250 ლარი; შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი, ნიკოლოზ ძიმცეიშვილი – 31 250 ლარი, “ – წერს ჯღარკავა.