რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გლობალურ სასურსათო კრიზისში დასავლეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სურსათზე გაზრდილ ფასებზე პასუხისმგებელი ამერიკის შეერთებული შტატებია.
როგორც CNN-ი იტყობინება, აღნიშნულის შესახებ კრემლის ლიდერმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„უღარიბეს ქვეყნებში შიმშილი იქნება აშშ-ს ადმინისტრაციისა და ევროკრატების სინდისზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი, მსოფლიო სურსათის ბაზრების დასაბალანსებლად, მზად არის მეტი მარცვლეულის ექსპორტისთვის.
ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთის ყურადღება გამახვილდება საკვების მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შიმშილის საფრთხე ემუქრებათ.