კარენ დონფრიდი: გამოვიყენოთ ეს კონფერენცია და მოვიძიოთ ახალი შესაძლებლობები, რომ გავაძლიეროთ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში

მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ გამოვიყენოთ დღევანდელი კონფერენცია. მოვიძიოთ ახალი შესაძლებლობები, რათა გავაძლიეროთ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად გენდერული თანასწორობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, კარენ დონფრიდმა თბილისში მიმდინარე ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მან საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა მის ლიდერულ თვისებებზე.

“ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად ვესწრებოდე დდევანდელ ღონისძიებას. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად აგრძელებს ჩვენი როლის შესრულებას წინახაზზე მდგომი ქალების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და რომლებიც ამავე დროს აძლიერებენ ქალთა და გოგონათა უსაფრთხოებას. ჩვენ ვიცით, რომ ქალები ჩართულნი არიან მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობაში და ეს თავისთავად აძლიერებს ჩვენს კეთილდღეობას. მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ზურაბიშვილის ნათქვამს ამ მნიშვნელოვან თემატიკასა და ჩვენი მოწვევისთვის ამ ღონისძიებაზე.

აქვე ვიტყვი, რომ თქვენ მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ქალებს თავს გვიყრით აქ და ეს არის განსაკუთრებული. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რომელთა წინაშეც ეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გამოუწვეველი ომი წამოიწყო მტერმა. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენ ლიდერობას და თქვენს სიმამაცეს.

უკანასკნელმა რამდენიმე თვემ აჩვენა, რა არის კრემლის აგრესია და სიმხეცე. ვიცი, რომ ქართველ ქალებს და გოგონებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. ქართველებმა ეს რეალობა უკვე იწვნიეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში. თავისთავად, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში.

პუტინის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ გამოუთხაროს დამოუკიდებლობას ძირი, ამ ფონზე ამერიკა აგრძელებს უკრაინის, საქართველოს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომელიც საკუთარ თავზე იწვნიეს კრემლის აგრესიას. აქვე მინდა, რომ ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყობთ იმას, რომ ამ აგრესიის ომს პუტინი ვერ მოიგებს. უკრაინა ამ ომიდან გამოვა ყველასათვის თვალსაჩინოდ, რომ მას აქვს სხვების მსგავსად საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. $1.3 მილიარდი გამოყო შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად უკრაინელების მხარდასაჭერად, რომ მათმა ძალისხმევამ გაიმარჯვოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება საკუთარი თავი დაიცვას აგრესიის წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთანავე ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვისუნარიანი ისევე, როგორც მედეგობა რუსული ზეგავლენის წინაშე, მათ შორის ეკონომიკის თუ კიბერ სფეროებში. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ისევე როგორც შეწყვიტოს საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ხალხის ტკივილს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ არ ვითხოვთ კრემლის აგრესიის დასრულებას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მათაც ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომ დაიცვან თავი აი ამ მტრული ზრახვებისგან.

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსის წევრებთან რომ მხარი დავუჭიროთ ევროპულ უსაფრთხოებას. აქვე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და ხალხს, უკრაინელი ლტოლვილების მიღე ლბისთვის, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისთვის და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის ჩვენებისთვის.

უკრაინის წინააღმდეგ ომი თავისთავად დღევანდელი დისკუსიების პოპულარული საკითხი არის. მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ *კარენ დონფრიდი*

ძალიან დიდი პატივია, თქვენთან ერთად ვესწრებოდე დღევანდელ ღონისძიებას. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყად აგრძელებს ჩვენი როლის შესრულებას წინახაზზე მდგომი ქალების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და რომლებიც ამავე დროს აძლიერებენ ქალთა და გოგონათა უსაფრთხოებას. ჩვენ ვიცით, რომ ქალები ჩართულნი არიან მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობაში და ეს თავისთავად აძლიერებს ჩვენს კეთილდღეობას. მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ზურაბიშვილის ნათქვამს ამ მნიშვნელოვან თემატიკაზე და ჩვენს მოწვევისთვის ამ ღონისძიებაზე.

აქვე ვიტყვი, რომ თქვენ მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ქალებს თავს გვიყრით აქ და ეს არის განსაკუთრებული. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რომელთა წინაშეც ეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე,  მე მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზი გავუსვა თქვენ ლიდერობას და თქვენს სიმამაცეს.

უკანასკნელმა რამდენიმე თვემ აჩვენა, რა არის კრემლის აგრესია და სიმხეცე. ვიცი, რომ ქართველ ქალებს და გოგონებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. ქართველებმა ეს რეალობა უკვე იწვნიეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში. თავისთავად, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპირებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში.

პუტინის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ გამოუთხაროს დამოუკიდებლობას ძირი, ამ ფონზე ამერიკა აგრძელებს უკრაინის, საქართველოს და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომელიც საკუთარ თავზე იწვნის კრემლის აგრესიას. აქვე მინდა, რომ ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყობთ იმას, რომ ამ აგრესიის ომს პუტინი ვერ მოიგებს. უკრაინა ამ ომიდან გამოვა ყველასათვის თვალსაჩინოდ, რომ მას აქვს სხვების მსგავსად საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. $1.3 მილიარდი გამოყო შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად უკრაინელების მხარდასაჭერად, რომ მათმა ძალისხმევამ გაიმარჯვოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება საკუთარი თავი დაიცვას აგრესიის წინაშე. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთანავე ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ისევე, როგორც მედეგობა რუსული ზეგავლენის წინაშე, მათ შორის ეკონომიკის თუ კიბერ სფეროებში. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ისევე როგორც შეწყვიტოს საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ხალხის ტკივილს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ არ ვითხოვთ კრემლის აგრესიის დასრულებას. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მათაც ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომ დაიცვან თავი აი ამ მტრული ზრახვებისგან.

ჩვენ ახლო გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან, ალიანსის წევრებთან რომ მხარი დავუჭიროთ ევროპულ უსაფრთხოებას. აქვე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობასა და ხალხს, უკრაინელი ლტოლვილების მიღევისთვის, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისთვის და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის ჩვენებისთვის.

უკრაინის წინააღმსეგ ომი თავისთავად დღევანდელი დისკუსიების პოპულარული საკითხი არის. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ გამოვიყენოთ დღევანდელი კონფერენცია. მოვიძიოთ ახალი შესაძლებლობები, რომ გავაძლიეროთ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად გენდერული თანასწორობა.

როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ქალები მუშაობენ ყველა ქართველის დასაცავად. ისინი საუბრობენ სიმართლის წინ წამოსაწევად. თამარ მეფიდან დაწყებული ქალბატონი პრეზიდენტის ჩათვლით ყველა ეს ძალისხმევა ჩვენ წინაშე დგას უნდა გავაგრძელოთ საიმისოდ, რომ მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას. ჩვენ ვიცით, რომ ქალთა მნიშვნელოვანი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე აძლიერებს ჩვენს კეთილდღეობას ისევე, როგორც უსაფრთხოებას. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიმუშაოთ მთავრობასა  და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართული ძალადობის აღმოფხვრისკენ, ისევე როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ იმ ქალების მხარდაჭერას, რომელიც იძულებით გადაადგილებულები არიან რუსული აგრესიის შედეგად, რომ მათ შეძლონ თავიანთი თავისთვის, ოჯახებისა და მათი თემებისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

არც ერთი ეს გამოწვევა მარტივად გადასაჭრელი არ არის, მაგრამ ერთად მუშაობით დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები შეძლებენ უფრო ძლიერი, უსაფრთხო საქართველოს აშენებას იგივე ლაიტმოტივით. მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ერთად მუშაობით შევძლებთ იმ გამოწვევების დაძლევას, რომელსაც ასეთი ტურბულენტური გარემოს პირობებში ვაწყდებით.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მაალდლობა და ძალიან დიდი პატივი არის დღეს აქ ყოფნა. მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ გამოვიყენოთ დღევანდელი კონფერენცია. მოვიძიოთ ახალი შესაძლებლობები, რომ გავაძლიეროთ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად გენდერული თანასწორობა.

როგორც ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ქალები მუშაობენ ყველა ქართველის დასაცავად. ისინი საუბრობენ სიმართლის წინ წამოსაწევად. თამარ მეფიდან დაწყებული ქალბატონი პრეზიდენტის ჩათვლით ყველა ეს ძალისხმევა ჩვენ წინაშე დგას უნდა გავაგრძელოთ საიმისოდ, რომ მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას. ჩვენ ვიცით, რომ ქალთა მნიშვნელოვანი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე აძლიერებს ჩვენს კეთილდღეობას ისევე, როგორც უსაფრთხოებას. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვიმუშაოთ მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართული ძალადობის აღმოფხვრისკენ, ისევე როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ამავე დროს, ჩვენ გავაგრძელებთ იმ ქალების მხარდაჭერას, რომელიც იძულებით გადაადგილებულები არიან რუსული აგრესიის შედეგად, რომ მათ შეძლონ თავიანთი თავისთვის, ოჯახებისთვის და მათი თემებისთვის უსაფრთხოებისა და კეთილდრეობის უზრუნველყოფა.

არც ერთი ეს გამოწვევა მარტივად გადასაჭრელი არ არის, მაგრამ ერთად მუშაობით დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები შეძლებენ უფრო ძლიერი, უსაფრთხო საქართველოს აშენებას იგივე ლაიტმოტივით. მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ერთად მუშაობით შევძლებთ იმ გამოწვევების დაძლევას, რომელსაც ასეთი ტურბულენტური გარემოს პირობებში ვაწყდებით.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი პატივი არის დღეს აქ ყოფნა”, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები