Coca-Cola რუსეთში საქონლის წარმოებას და რეალიზაციას შეაჩერებს

კომპანია Coca-Cola HBC, რომელიც რუსეთში Coca-Cola-ს პროდუქციის დისტრიბუტორია, აცხადებს, რომ შეწყვეტს პროდუქციის წარმოებას და გაყიდვებს.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ეს მოხდება მაშინ, როდესაც რუსეთში კომპანიის საქონლის არსებული მარაგი ამოიწურება.

დისტრიბუტორის თქმით, ამ დროისთვის  მარაგები იწურება.

Coca-Cola HBC (ასევე ცნობილია, როგორც Coca-Cola Hellenic) რუსეთში არა მხოლოდ Coca-Cola-ს სასმელს აწარმოებს, არამედ – Sprite-ს, Fanta-ს, Powerade-ს, BonAqua-ს, Schweppes-ს, Fuzetea-ს, ენერგეტიკულ სასმელებს Burn და Black Monster, ასევე წვენებს Dobry, Rich, My Family, Pulpy და სხვა.

Coca-Cola HBC-ს რუსეთში ათი ქარხანა აქვს.

თავად Coca-Cola-მ ჯერ კიდევ მარტში გამოაცხადა, რომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რუსეთში ოპერაციებს აჩერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები